გარანტირებული სიმძლავრის წყაროების მზადყოფნის დღეები

01-19/09/2019
მზადყოფნა
მზადყოფნის არქონა

 გარანტირებული სიმძლავრის წყაროების მზადყოფნის დღეები (საპროგნოზო)

სექტემბერი, 2019

სიმძლავრის წყარო

დაგეგმილი მზადყოფნის დღეები

ფაქტიური მზადყოფნის დღეები
01-19

შპს "ჯიფაუერი" (აირტურბინული ელექტროსადგური) 30 დღე 17 დღე
შპს "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია" (გარდაბნის N:3 ენერგობლოკი) 30 დღე 19 დღე
შპს "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია" (გარდაბნის N:4 ენერგობლოკი) 11 დღე 8 დღე
შპს "მტკვარი ენერჯი" (გარდაბნის N:9 ენერგობლოკი) 28 დღე 15 დღე
შპს "გარდაბნის თბოსადგური" (კომბინირებული ელექტროსადგური) 30 დღე 14 დღე

დამატებითი ინფორმაცია გარანტირებული სიმძლავრის წყაროს მზადყოფნის შესახებ:

  • 2019 წლის 6 აგვისტოდან 9 სექტემბრის ჩათვლით შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის“ კუთვნილ N4 ენერგობლოკზე მიმდინარეობდა გეგმიური სარემონტო სამუშაოები. 10 და 11 სექტემბერს სიმძლავრის წყაროს მოთხოვნით ჩაუტარდა ტესტირება გარანტირებული სიმძლავრით უზრუნველყოფის მზადყოფნის შესამოწმებლად, რომელიც იყო წარმატებული. ამრიგად, შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის“ კუთვნილ N4 ენერგობლოკს 2019 წლის 12 სექტემბრიდან გააჩნია გარანტირებული სიმძლავრით უზრუნველყოფისათვის საჭირო მზადყოფნა.
  • 8 სექტემბერს ავარიულად გამოირთო შპს „ჯიფაუერის“ კუთვნილი გარდაბნის აირტურბინული ელექტროსადგურის #1 ბლოკი, „ბ“ ტურბინაზე გაზრდილი ვიბრაციის გამო. #1 ბლოკიდან „ბ“ ტურბინის ჩახსნისა და შეკეთებაში ჩაყენების შემდეგ, სიმძლავრის წყაროს მოთხოვნით აირტურბინულ ელექტროსადგურს (#2 ბლოკი და #1 ბლოკის „ა“ ტურბინა) ჩაუტარდა ტესტირება გარანტირებული სიმძლავრით უზრუნველყოფის მზადყოფნის შესამოწმებლად, რომელიც იყო წარმატებული. აქედან გამომდინარე, შპს „ჯიფაუერის“ კუთვნილ გარდაბნის აირტურბინულ ელექტროსადგურს ა.წ. 8 სექტემბერს არ გააჩნია გარანტირებული სიმძლავრით უზრუნველყოფისათვის საჭირო მზადყოფნა.
  • 2019 წლის 1 სექტემბერს შპს „გარდაბნის თბოსადგურის“ კუთვნილ გარდაბნის თბოელექტროსადგურში გამოირთო ორთქლის ტურბინა, რის გამოც მისი ფაქტიური სიმძლავრე ჩამოვიდა მთავრობის მიერ დადგენილ გარანტირებულ სიმძლავრეზე (162 მგვტ) ქვევით, ხოლო 2 სექტემბერს სიმძლავრის წყაროს განაცხადით ელექტროსადგური ჩაყენებული იქნა შეკეთებაში. უწესივრობის აღმოფხვრის შემდეგ, 4 და 5 სექტემბერს გარდაბნის თბოელექტროსადგურს სიმძლავრის წყაროს მოთხოვნით ჩაუტარდა ტესტირება გარანტირებული სიმძლავრით უზრუნველყოფის მზადყოფნის შესამოწმებლად, რომელიც იყო წარმატებული. ამრიგად, შპს „გარდაბნის თბოსადგურს“ გარანტირებული სიმძლავრით უზრუნველყოფისათვის საჭირო მზადყოფნა არ გააჩნია 2019 წლის 1 სექტემბრიდან 5 სექტემბრის ჩათვლით, 5 (ხუთი) დღე.
  • შპს „მტკვარი ენერჯის“ კუთვნილ მე-9 ენერგობლოკს 3 და 4 სექტემბერს სიმძლავრის წყაროს მოთხოვნით ჩაუტარდა ტესტირება გარანტირებული სიმძლავრით უზრუნველყოფის მზადყოფნის შესამოწმებლად, რომელიც იყო წარმატებული. ამრიგად, შპს „მტკვარი ენერჯის“ კუთვნილ მე-9 ენერგობლოკს 2019 წლის 5 სექტემბრიდან გააჩნია გარანტირებული სიმძლავრით უზრუნველყოფისათვის საჭირო მზადყოფნა.
  • 1 სექტემბერს გაზის კომპრესორის გათიშვის გამო ავარიულად გამოირთო შპს „ჯიფაუერის“ კუთვნილი გარდაბნის აირტურბინული ელექტროსადგური. უწესივრობის აღმოფხვრის შემდეგ სიმძლავრის წყაროს მოთხოვნით შპს „ჯიფაუერის“ კუთვნილ გარდაბნის აირტურბინულ ელექტროსადგურს ჩაუტარდა ტესტირება გარანტირებული სიმძლავრით უზრუნველყოფის მზადყოფნის შესამოწმებლად, რომელიც იყო წარმატებული.აქედან გამომდინარე, შპს „ჯიფაუერის“ კუთვნილ გარდაბნის აირტურბინულ ელექტროსადგურს 2019 წლის 2 სექტემბრიდან გააჩნია გარანტირებული სიმძლავრით უზრუნველყოფისათვის საჭირო მზადყოფნა.

მომდევნო თვის გარანტირებული სიმძლავრის წყაროების მზადყოფნის დღეები (საპროგნოზო)