ლარის ოფიციალური კურსი

22.08.2019→23.08.2019 ცვლილება
USD 2.9354 2.9336 -0.0018
EUR 3.2583 3.2487 -0.0096
TRY 0.5138 0.5086 -0.0052
RUB 0.0445 0.0447 0.0002
AZN 1.7287 1.7277 -0.0010
AMD 0.0062 0.0062 -0.0000

მოგესალმებით ესკოს განახლებულ ვებ-გვერდზე

ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის ვებ-გვერდი ტექნიკურად და შინაარსობრივად ამ სფეროს საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისი,მაქსიმალურად შესაძლო სრულყოფილი პროდუქტია. მარტივი დიზაინი, ბმულების საშუალებით მოსახერხებელი გადასვლა და შინაარსობრივად დატვირთული საინფორმაციო ბლოკები გვერდის სტუმრებს მაქსიმალურად დაგეხმარებათ თქვენთვის საინტერესო ინფორმაციის სწრაფად და იოლად მოძიებაში. ვებ-გვერდზე გასული წლების მონაცემთა ბაზის არსებობა სტატისტიკის დანახვისა და ანალიზის კარგი საშუალებაა. მიმდინარე საანგარიშო პერიოდის ოპერატიული მონაცემები, მიუხედავად მათი საპროგნოზო ხასიათისა, დაინტერესებულ პირებს კარგ სამსახურს უწევს საქმიანობის დაგეგმვისას. საინტერესო და ინფორმატიულია ელექტროენერგიის ექსპორტ-იმპორტისა და ტრანზიტის საინფორმაციო ბლოკები. ჩვენს ვებ გვერდზე განთავსებულ მონაცემთა განახლების პროცესი მაქსიმალურად ოპერატიულია. პარალელურ რეჟიმში ხდება გვერდის ინგლისური ვერსიის განახლებაც.

2019 წლის ივლისის თვის ანგარიშსწორების მაჩვენებლები

2019 წლის ივლისის თვეში ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ 192 269 481.3 კვტ.სთ  შეადგინა, რაც აღნიშნულ თვეში ქსელში მთლიანი მიწოდების 18% წარმოადგენს. საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულებამ 26 156 877.7 ლარი შეადგინა.

 

- პირდაპირი კონტრაქტით გაყიდული ელექტროენერგია

- საბალანსო ელექტროენერგია                                            


ივლისში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა ერთ კილოვატ საათზე 13.6042795 თეთრი შეადგინა, ხოლო დერეგულირებული ელექტროსადგურების საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა კი - 1.818 თეთრი.

ვრცლად

საინფორმაციო

21/08/2019

2019 წლის 16 აგვისტოდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „ენერგო ინვესტი“, როგორც მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური, „ავანი“ ჰესის ნაწილში.


ვრცლად
21/08/2019

2019 წლის 15 აგვისტოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა რეგისტრაცია გაუუქმა შპს „ენერგო ინვესტ“-ს, „ავანი“ ჰესის ნაწილში, როგორც  ელექტროსადგურს - საცდელი გაშვების ან/და კომპლექსური გასინჯვის პერიოდში და „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესები“-ს შესაბამისად იგი აღარ წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეს.


ვრცლად
30/07/2019

2019 წლის 25 ივლისს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა (საქსტატი) დაარსებიდან ასი წლის იუბილე აღნიშნა.

საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით საქსტატმა გამოავლინა ის პარტნიორი ორგანიზაციები, რომლებიც წლების მანძილზე აქტიურად თანამშრომლობდნენ სამსახურთან. შერჩეულ უწყებებს შორის ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი (ესკო) ერთ-ერთ საუკეთესოდ დასახელდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ესკოს გადაეცა სპეციალური სიგელი.


ვრცლად
29/07/2019

2019 წლის 22 ივლისიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ რეგისტრაცია გაუუქმდა შპს „ქუთაისი ინვესტმენტს“-ს, როგორც პირდაპირ მომხარებელს და „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების” შესაბამისად იგი აღარ წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეს.


ვრცლად
ყველა სიახლე

საბ/ელექტროენერგიის ფასი (ოპერატიული)

01-21/08/2019

გარანტირებული სიმძლავრე (ოპერატიული)

01-21/08/2019

ყოველდღიური ბალანსი

01-21/08/2019

ტრანსსასაზღვრო გადადინებები (მიმდინარე)

ფაქტიური შემოდინება
ფაქტიური გადინება
21/08/2019