გარანტირებული სიმძლავრის წყაროების მზადყოფნის დღეები

01-28/09/2020
მზადყოფნა
მზადყოფნის არქონა

 გარანტირებული სიმძლავრის წყაროების მზადყოფნის დღეები (საპროგნოზო)

სექტემბერი, 2020

სიმძლავრის წყარო

დაგეგმილი მზადყოფნის დღეები

ფაქტიური მზადყოფნის დღეები
01-28

შპს "ჯიფაუერი" (აირტურბინული ელექტროსადგური) 30 დღე 28 დღე
შპს "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია" (გარდაბნის N:3 ენერგობლოკი) 30 დღე 28 დღე
შპს "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია" (გარდაბნის N:4 ენერგობლოკი) 5 დღე 8 დღე
შპს "მტკვარი ენერჯი" (გარდაბნის N:9 ენერგობლოკი) 29 დღე 27 დღე
შპს "გარდაბნის თბოსადგური" (კომბინირებული ელექტროსადგური) 26 დღე 28 დღე

დამატებითი ინფორმაცია გარანტირებული სიმძლავრის წყაროს მზადყოფნის შესახებ:

  • გაცნობებთ, რომ 2020 წლის 21 სექტემბერს შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის“ კუთვნილ მე-4 ენერგობლოკს სიმძლავრის წყაროს მოთხოვნით ჩაუტარდა ტესტირება გარანტირებული სიმძლავრით უზრუნველყოფის მზადყოფნის შესამოწმებლად, რომელიც იყო წარმატებული. განკარგულება ენერგობლოკის გაშვებაზე გაცემული იქნა 21 სექტემბერს 01:00 საათზე, სინქრონიზაცია განხორციელდა 05:24 საათზე, ენერგობლოკმა მთავრობის მიერ დადგენილ მინიმალურ გარანტირებულ სიმძლავრეზე (100 მგვტ) გასვლა და შენარჩუნება მოახდინა მოქმედი კანონმდებლობით მოთხოვნილ ვადებში, რის შემდეგაც დისპეტჩერის განკარგულებით, 21 სექტემბერს 23:00 საათზე გაჩერებული იქნა მარქაფში. ამრიგად, შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის“ კუთვნილ მე-4 ენერგობლოკს გააჩნია გარანტირებული სიმძლავრით უზრუნველყოფისათვის საჭირო მზადყოფნა.
  • გაცნობებთ, რომ 2020 წლის 2-დან 3 სექტემბრის ჩათვლით სიმძლავრის წყაროს მოთხოვნით მე-9 ენერგობლოკს ჩაუტარდა ტესტირება გარანტირებული სიმძლავრით უზრუნველყოფის მზადყოფნის შესამოწმებლად, რომელიც იყო წარმატებული. განკარგულება მე-9 ენერგობლოკის გაშვებაზე გაცემული იქნა 2 სექტემბერს 14:51 საათზე, ენერგობლოკმა სინქრონიზაცია, მთავრობის მიერ დადგენილ მინიმალურ გარანტირებულ სიმძლავრეზე (180 მგვტ) გასვლა და შენარჩუნება მოახდინა მოქმედი კანონმდებლობით მოთხოვნილ ვადებში, რის შემდეგაც დისპეტჩერის განკარგულებით, 15:49 საათზე გაჩერებული იქნა მარქაფში.
  • გაცნობებთ, რომ 2020 წლის 31 აგვისტოდან 1 სექტემბრის ჩათვლით, სიმძლავრის წყაროს მოთხოვნით, გარდაბნის თბოსადგურს ჩაუტარდა ტესტირება გარანტირებული სიმძლავრით უზრუნველყოფის მზადყოფნის შესამოწმებლად, რომელიც იყო წარმატებული. განკარგულება გარდაბნის თბოსადგურის გაშვებაზე გაცემული იქნა 31 აგვისტოს 08:00 საათზე, თბოსადგურმა სინქრონიზაცია, მთავრობის მიერ დადგენილ მინიმალურ გარანტირებულ სიმძლავრეზე (162 მგვტ) გასვლა და შენარჩუნება მოახდინა მოქმედი კანონმდებლობით მოთხოვნილ ვადებში. გარდაბნის თბოსადგურის ტესტირება დამთავრდა 1 სექტემბერს 15:23 საათზე, რის შემდეგაც დისპეტჩერის განკარგულებით, სისტემის რეჟიმიდან გამომდინარე დარჩა მუშაობაში.
  • გაცნობებთ, რომ შპს „გარდაბნის თბოსადგურმა" გეგმიური სარემონტო სამუშაოები მ.წ 4 სექტემბრის 24:00 საათის ნაცვლად დაასრულა 31 აგვისტოს 00:00 საათზე და შესაბამისად წარმოადგინა სექტემბრის თვის გარანტირებული სიმძლავრით უზრუნველყოფის მზადყოფნის კორექტირებული განაცხადი. აქედან გამომდინარე, შპს „გარდაბნის თბოსადგურს", 2020 წლის სექტემბრის თვეში, გააჩნია გარანტირებული სიმძლავრით უზრუნველყოფისათვის საჭირო მზადყოფნა (30 დღე).

მომდევნო თვის გარანტირებული სიმძლავრის წყაროების მზადყოფნის დღეები (საპროგნოზო)