21/08/2019

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე, 2019 წლის 21 აგვისტოდან სს "ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს"  ახალი გენერალური დირექტორი, ბ-ნი ზაზა დვალიშვილი უხელმძღვანელებს.

21/08/2019

2019 წლის 16 აგვისტოდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „ენერგო ინვესტი“, როგორც მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური, „ავანი“ ჰესის ნაწილში.

21/08/2019

2019 წლის 15 აგვისტოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა რეგისტრაცია გაუუქმა შპს „ენერგო ინვესტ“-ს, „ავანი“ ჰესის ნაწილში, როგორც  ელექტროსადგურს - საცდელი გაშვების ან/და კომპლექსური გასინჯვის პერიოდში და „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესები“-ს შესაბამისად იგი აღარ წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეს.

14/08/2019

2019 წლის ივლისის თვეში ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ 192 269 481.3 კვტ.სთ  შეადგინა, რაც აღნიშნულ თვეში ქსელში მთლიანი მიწოდების 18% წარმოადგენს. საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულებამ 26 156 877.7 ლარი შეადგინა.

 

- პირდაპირი კონტრაქტით გაყიდული ელექტროენერგია

- საბალანსო ელექტროენერგია                                            


ივლისში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა ერთ კილოვატ საათზე 13.6042795 თეთრი შეადგინა, ხოლო დერეგულირებული ელექტროსადგურების საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა კი - 1.818 თეთრი.

30/07/2019

2019 წლის 25 ივლისს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა (საქსტატი) დაარსებიდან ასი წლის იუბილე აღნიშნა.

საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით საქსტატმა გამოავლინა ის პარტნიორი ორგანიზაციები, რომლებიც წლების მანძილზე აქტიურად თანამშრომლობდნენ სამსახურთან. შერჩეულ უწყებებს შორის ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი (ესკო) ერთ-ერთ საუკეთესოდ დასახელდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ესკოს გადაეცა სპეციალური სიგელი.

29/07/2019

2019 წლის 22 ივლისიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ რეგისტრაცია გაუუქმდა შპს „ქუთაისი ინვესტმენტს“-ს, როგორც პირდაპირ მომხარებელს და „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების” შესაბამისად იგი აღარ წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეს.

25/07/2019

2019 წლის  24 ივლისს  გამოცხადდა  SPA 190003833  ელექტრონული ტენდერი სხვადასხვა  ლიცენზიის განახლებისათვის (CPV 48600000) შესყიდვის ღირებულებით  44 000.0 ლარი.  სატენდერო  წინადადების  წარმოდგენის  ვადა  მთავრდება  2019 წლის  02 აგვისტოს 12:30 სთ.

19/07/2019

USAID-ის მმართველობა განვითარებისთვის (G4G) მხარდაჭერით, მიმდინარე წლის 19 ივლისს, ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულმა ოპერატორმა (ESCO) და საქართველოს განახლებადი ენერგიების ასოციაციამ (GREDA) ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, ენერგეტიკის სექტორში „ბლოკჩეინ“ ტექნოლოგიების გამოყენებისა და, ამ მიზნით, აღნიშნული ტექნოლოგიების პოტენციალის შესწავლის შესახებ.

19/07/2019

ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი აცხადებს მეორადი ინვენტარის რეალიზაციას. სარეალიზაციო პროდუქციის ცხრილი შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ ფაილში.

12/07/2019

2019 წლის ივნისის თვეში ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ 148 654 694.1 კვტ.სთ  შეადგინა, რაც აღნიშნულ თვეში ქსელში მთლიანი მიწოდების 12% წარმოადგენს. საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულებამ 10 756 571.8 ლარი შეადგინა.

 

- პირდაპირი კონტრაქტით გაყიდული ელექტროენერგია

- საბალანსო ელექტროენერგია                                            


ივნისში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა ერთ კილოვატ საათზე 7.2359449 თეთრი შეადგინა, ხოლო დერეგულირებული ელექტროსადგურების საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა კი - 1.818 თეთრი.