24/01/2017

2017 წლის 18 იანვრიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „მარნეულჰესი 1931“,  როგორც პირდაპირი მომხმარებელი.

24/01/2017

2017 წლის 17 იანვრიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა რეგისტრაცია გაუუქმა შპს „მარნეულჰესი 1931“-ს, როგორც  ელექტროსადგურს - საცდელი გაშვების ან/და კომპლექსური გასინჯვის პერიოდში და „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესები“-ს შესაბამისად იგი აღარ წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეს.

16/01/2017

 2016 წლის დეკემბრის თვეში ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ  256 314 929 კვტ.სთ  შეადგინა, რაც აღნიშნულ თვეში ქსელში მთლიანი მიწოდების 22% წარმოადგენს. საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულებამ 28 785 187.6 ლარი შეადგინა.

 

- პირდაპირი კონტრაქტით გაყიდული ელექტროენერგია

- საბალანსო ელექტროენერგია                                            


დეკემბერში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა ერთ კილოვატ საათზე 11.2303984 თეთრი შეადგინა, ხოლო დერეგულირებული ელექტროსადგურების საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა კი - 11.303 თეთრი/კვტ.სთ.

12/01/2017

2017 წლის 11 იანვრიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „კასკად ჯორჯია“, როგორც ექსპორტიორი.

12/01/2017

2017 წლის 11 იანვრიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „კასკად ჯორჯია“, როგორც იმპორტიორი.

30/12/2016

2016 წლის 30 დეკემბრიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა სს „დარიალი ენერჯი“,  როგორც წარმოების ლიცენზიატი.

30/12/2016

2016 წლის 29 დეკემბრიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა რეგისტრაცია გაუუქმა სს „დარიალი ენერჯი“-ს, როგორც  ელექტროსადგურს - საცდელი გაშვების ან/და კომპლექსური გასინჯვის პერიოდში და „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესები“-ს შესაბამისად იგი აღარ წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეს.

29/12/2016

2016 წლის 22 დეკემბრიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „აგროენერჯი“, როგორც მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური.

29/12/2016

2016 წლის 21 დეკემბრიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა რეგისტრაცია გაუუქმა შპს „ვოთერ ენერჯი“-ს, როგორც მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურს კაზრეთი ჰესის ნაწილში და „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, იგი აღარ წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეს.

27/12/2016

2016 წლის იანვრის, მარტის, ივნისის, ივლისის, აგვისტოს და ოქტომბრის თვეების ანგარიშსწორების ბაზების კორექტირების შედეგად, შეიცვალა ესკოს მიერ გასაყიდი საბალანსო ელექტროენერგიის ფასები.