30/07/2019

2019 წლის 25 ივლისს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა (საქსტატი) დაარსებიდან ასი წლის იუბილე აღნიშნა.

საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით საქსტატმა გამოავლინა ის პარტნიორი ორგანიზაციები, რომლებიც წლების მანძილზე აქტიურად თანამშრომლობდნენ სამსახურთან. შერჩეულ უწყებებს შორის ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი (ესკო) ერთ-ერთ საუკეთესოდ დასახელდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ესკოს გადაეცა სპეციალური სიგელი.

29/07/2019

2019 წლის 22 ივლისიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ რეგისტრაცია გაუუქმდა შპს „ქუთაისი ინვესტმენტს“-ს, როგორც პირდაპირ მომხარებელს და „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების” შესაბამისად იგი აღარ წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეს.

25/07/2019

2019 წლის  24 ივლისს  გამოცხადდა  SPA 190003833  ელექტრონული ტენდერი სხვადასხვა  ლიცენზიის განახლებისათვის (CPV 48600000) შესყიდვის ღირებულებით  44 000.0 ლარი.  სატენდერო  წინადადების  წარმოდგენის  ვადა  მთავრდება  2019 წლის  02 აგვისტოს 12:30 სთ.

19/07/2019

USAID-ის მმართველობა განვითარებისთვის (G4G) მხარდაჭერით, მიმდინარე წლის 19 ივლისს, ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულმა ოპერატორმა (ESCO) და საქართველოს განახლებადი ენერგიების ასოციაციამ (GREDA) ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, ენერგეტიკის სექტორში „ბლოკჩეინ“ ტექნოლოგიების გამოყენებისა და, ამ მიზნით, აღნიშნული ტექნოლოგიების პოტენციალის შესწავლის შესახებ.

19/07/2019

ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი აცხადებს მეორადი ინვენტარის რეალიზაციას. სარეალიზაციო პროდუქციის ცხრილი შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ ფაილში.

12/07/2019

2019 წლის ივნისის თვეში ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ 148 654 694.1 კვტ.სთ  შეადგინა, რაც აღნიშნულ თვეში ქსელში მთლიანი მიწოდების 12% წარმოადგენს. საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულებამ 10 756 571.8 ლარი შეადგინა.

 

- პირდაპირი კონტრაქტით გაყიდული ელექტროენერგია

- საბალანსო ელექტროენერგია                                            


ივნისში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა ერთ კილოვატ საათზე 7.2359449 თეთრი შეადგინა, ხოლო დერეგულირებული ელექტროსადგურების საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა კი - 1.818 თეთრი.

05/07/2019

2019 წლის 13 მაისიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „იოტა სინერჯი“, როგორც მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური, „დაგვა“ ჰესის ნაწილში.

05/07/2019

2019 წლის 13 მაისიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ რეგისტრაცია გაუუქმდა შპს „აჭარა ტექსტილე“-ს („დაგვა ჰესი“-ს ნაწილში), როგორც მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურს და „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების” შესაბამისად იგი აღარ არის საბითუმო ვაჭრობაში მონაწილე.

27/06/2019

2019 წლის  26 ივნისს  გამოცხადდა  საკანცელარიო საქონლის შესყიდვის SPA 190003376  ელექტრონული ტენდერი ღირებულებით 400.0 ლარი. სატენდერო  წინადადების  წარმოდგენის  ვადა  მთავრდება  2019 წლის  04 ივლისს  13:00 სთ.

14/06/2019

2019 წლის  13 მაისს  ესკოს მიერ  გამოცხადდა  სერვერის შესყიდვის ელექტრონული ტენდერი (NAT 190011623), რომლის სავარაუდო ღირებულება დღგ-ს გათვალისწინებით შეადგენს  82 700 ლარს. სატენდერო  წინადადების  წარმოდგენის  ვადა  მთავრდება  2019 წლის  21 ივნისს 13:00 საათზე.