04/09/2017

ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ ცვლილებები შევიდა სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს, როგორც საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ რეგისტრირებული (განაწილების ლიცენზიატი) კვალიფიციური საწარმოს მონაცემებში

29/08/2017

2017 წლის 25 აგვისტოდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „ჰიდრო დეველოპმენტ კომპანი“,  როგორც მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური.

29/08/2017

2017 წლის 24 აგვისტოდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა რეგისტრაცია გაუუქმა შპს „ჰიდრო დეველოპმენტ კომპანი“-ს, როგორც  ელექტროსადგურს - საცდელი გაშვების ან/და კომპლექსური გასინჯვის პერიოდში და „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესები“-ს შესაბამისად იგი აღარ წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეს.

17/08/2017

ესკოს წარმომადგენლობითი დელეგაცია 15-16-17 აგვისტოს  საერთაშორისო სპეციალიზირებულ გამოფენას „ASTANA EXPO - 2017“ -ს სტუმრობს.

15/08/2017

2017 წლის 11 აგვისტოდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „ჰიდრო დეველოპმენტ კომპანი“, როგორც ელექტროსადგური საცდელი გაშვების ან/და კომპლექსური გასინჯვის პერიოდში.

14/08/2017

2017 წლის 14 აგვისტოდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „ენერგია გაზ ენდ ფაუერი“, როგორც ექსპორტიორი.

14/08/2017

2017 წლის 14 აგვისტოდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „ენერგია გაზ ენდ ფაუერი“, როგორც იმპორტიორი.

11/08/2017

2017 წლის ივლისის თვეში ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ  57 794 013.3  კვტ.სთ 

შეადგინა, რაც აღნიშნულ თვეში ქსელში მთლიანი მიწოდების 5% წარმოადგენს. საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულებამ 6 885 629.12 ლარი შეადგინა.

 

- პირდაპირი კონტრაქტით გაყიდული ელექტროენერგია

- საბალანსო ელექტროენერგია                                            


ივლისში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა ერთ კილოვატ საათზე 11.9140872 თეთრი შეადგინა, ხოლო დერეგულირებული ელექტროსადგურების საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა კი - 1.496 თეთრი/კვტ.სთ.

07/08/2017

2017 წლის 05 აგვისტოდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა სს „AE-SGI Energy I“, როგორც მცირე სიმძალვრის ელექტროსადგური.

07/08/2017

2017 წლის 04 აგვისტოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა რეგისტრაცია გაუუქმა სს „AE-SGI Energy I“-ის, როგორც ელექტროსადგურს - საცდელი გაშვების ან/და კომპლექსური გასინჯვის პერიოდში და „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესები“-ს შესაბამისად იგი აღარ წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეს.