28/09/2020

2020 წლის 01 სექტემბრიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა სს „ენერგო-პრო ჯორჯია გენერაცია“, როგორც მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური, „საცხენჰესის“ ნაწილში.

28/09/2020

2020 წლის 01 სექტემბრიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ რეგისტრაცია გაუუქმდა სს „ენერგო-პრო ჯორჯია გენერაცია“-ს („საცხენჰესი“-ს ნაწილში), როგორც წარმოების ლიცენზიატს და „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების” შესაბამისად იგი აღარ არის საბითუმო ვაჭრობაში მონაწილე.

25/09/2020

2020 წლის 24 სექტემბერს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „ქისთოუნ ქონსალთინგ“, როგორც იმპორტიორი.

23/09/2020

2020 წლის 22 სექტემბერს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „აჭარ ენერჯი-2007“, როგორცელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებელი.

22/09/2020

2020 წლის 22 სექტემბერს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „აჭარ ენერჯი-2007“, როგორც იმპორტიორი.

 

21/09/2020

2020 წლის 01 სექტემბრიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“, როგორც მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური, „ტყიბულის თბოელექტროსადგურის“ ნაწილში.

15/09/2020

2020 წლის 01 სექტემბრიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ რეგისტრაცია გაუუქმდა შპს „საქნახშირს“ („ტყიბულის თბოელექტროსადგური“-ს ნაწილში), როგორც მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურს და „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების” შესაბამისად იგი აღარ არის საბითუმო ვაჭრობაში მონაწილე.

14/09/2020

14 სექტემბერს სემეკის ორგანიზებით, საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობისა და ელექტროენერგიის ბაზრის ლიბერალიზაციის საკითხებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ენერგეტიკის სექტორში მოქმედი უწყებების, კომპანიების წარმომადგენლებმა და დარგის ექსპერტებმა, სემეკის თავმჯდომარემ - დავით ნარმანიამ ენერგეტიკის სექტორის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის ღვაწლმოსილ ენერგეტიკოსებს მადლობის სიგელები გადასცა.

14/09/2020

ესკოს ხელმძღვანელი ზაზა დვალიშვილი 14 სექტემბერს, სემეკის მიერ ორგანიზებულ, საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობისა და ელექტროენერგიის ბაზრის ლიბერალიზაციის საკითხებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე პრეზენტაციით წარსდგა. ზაზა დვალიშვილმა ისაუბრა ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის, როგორც რეფორმის პროცესის ერთ ერთი მნიშვნელოვანი ბირთვის დანიშნულებაზე, ესკოს როლისა და ფუნქციების შესახებ, მიმდინარე რეფორმისა და ბაზრის ლიბერალიზაციის პროცესში.

11/09/2020

2020 წლის აგვისტოს თვეში ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ 253 174 525.7 კვტ.სთ შეადგინა, რაც აღნიშნულ თვეში ქსელში მთლიანი მიწოდების 26% წარმოადგენს. საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულებამ 39 153 431.8 ლარი შეადგინა.

◼ - პირდაპირი კონტრაქტით გაყიდული ელექტროენერგია

- საბალანსო ელექტროენერგია                                            

აგვისტოში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა ერთ კილოვატ საათზე 15.4649966 თეთრი შეადგინა, ხოლო დერეგულირებული ელექტროსადგურების საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა კი - 1.358 თეთრი.